დიდი კლასიკოსი, მრავალთა კერპი და უბრალოდ აღიარებული კლასიკოსი დოსტოევსკი არ მოდის ჩემთან. მისი მოსვლა არ უკავშიდება იმას, რომ მე მას არ ვკითხულო ან ეს პროცესი მისდამი ნეგატიურად განმაწყობს, უბრალოდ ეს დრო , თუნდაც კარამაზოვებში აღწერილი, ძალიან შორსაა ჩემი ამჟამინდელი შინაგანი სამყაროსგან.
დედაბნელი რუსეთი, სადაც თავადობრივ კლასში ერთმანეთს უპირისპირდება განათლება, რწმენა და გარყვნილება, სადაც გლეხები მათი სულიერი სიდიადის მიუხედავად ერთიანად მიწასთან არიან გასწორებული, დამცირებული და მტკივნეულად ღირსება დაკარგული, სადაც ბოლოს კეთილი ვერ იმარჯვებს, სადაც ქალები გამორჩეულად უნამუსოები, ისტერიულები და არაადეკვატრები არიან, სადაც ყველაფერი იმდენად მახინჯია, რომ სიბინძურის შეგრძნებას შენამდე საშინელი სიმყრალის სუნი მოაქვს, სადაც მამები და შვილები “უნამუსოების” გამო ერთმანეთის დახოცვას ცდილობენ, სადაც არსებობს წმინდა გულები, რომელთა გახრწნისთვის მთელ სამყაროს შეუკრავს პირი…დედაბნელი რუსეთი.
ტრაგიკომოკური გმირები დოსტოევსკის განუყოფელი ნაწილია. მე მიჭირს გავიგო მათი ხასიათის, რადგან ისისნი არ არიან შეზღუდული ზედსართავებით , მათ ყველაფერი შეუძლიათ გიჟებიც არიან. აღვირახსნილებიც და ყოველწამს აღიარებითი მონოლოგის წაკითხვაც შეუძლიაღ აქვითინებულებს.
ძმები კარამაზოვები არც მეტად მხიბლავენ და არც ნაკლებად , როცა სხვა ტრაგიკულ თუ კომიკურ გმირებს ვიხსენებ, რომლებიც სრულიად სხვა მწერლებმა შექმნეს. დოსტოევსკი ასახავდა, ჩვენ ვკითხულობთ და იმის მიხედვით ვაფასებთ რამდენად მოგვწონს ის, რასაც ის ხედავდა და არა იმის მიხედვით რამდენად კარგად აღწერდა იმას, რასაც ხედავდა.
რეალურად ბნელი რუსეთის ეს რუხი ისტორიები ვერაა ა ღმაფრენის გამომწვევი. ერთადერთი გზა რჩება, ვუსმინოთ დოსტოევსკის გმირებს, მათ იდეებს, ისტორიებს და იმედებს, ვუგულშემატკივროთ კეთილ გულებს და დავგმოთ მათი მტარვალები. იქნებ შემოგვიყვარდეს კიდეც ვინმე თვალსა და ხელ შუა ისე, რომ ამ უბედურთა შესახებ დაწერილ რომანებსაც სხვა თვალით შევხედოთ.
20 იანვარი 2012, ჩანაწერი მაგიური წიგნაკიდან








dostoevskis ar vwyalob :/