მოგესალმებით მოქალაქენო (ჩემო გოგოებო, ჩემო ბიჭო, გენდალფ, ჩემი ბლოგის მოჩვენებავ და უცნობო არსებანო) ახალი ამბების საღამოს გამოშვებით. დღევანდელი რაპორტის მთავარი თემა იქნება ორიოდ მიზეზი ჩემი ფსიქიკურ/სოციალური მდგრადობის და კარგი განწყობისა.
მეგობართან ერთად 0 გრადუს ცელსიუსზე კაბაში გამოწყობილს ღამე უცხო ქალაქშ, ხალხგამოცლილ ქუჩებსა და მარკეტებში ხეტიალი და უგზო უკვლო კისკისი ძალიან მომეწონა. თითქოს ცხოვრება უცებ კარგი საუნდტრეკების მქონე ფილმად იქცა … ნეტა ხშირად ხდებოდეს , ასეთი უეცრად წამოხუშტურებული იდების განხორციელების სურვილი სულ მავსებდეს …
…რაღა დასამალია და პროზაული მოღვაწეობა მსურს დავიწყო ჩემს ახალ მაგიურ პრეისტორიული გარეგნობის წიგნაკში ნამდვილი მელნიანი კალმით ….
და ბოლო ნიუსი ….მე….3 ნოემბერს…ვიხილავ …… 30 Seconds To Mars-ს….თავად ჯარედ ლეტოს….. მუსიკა , რომელიც ბოლო ხანია სანუკვარ ფონად ედება ყოველდღიურობას, სიარულს, ქუჩას, ხეებს, შენობებს, ადამიანებს, ჩემს სხეულს, ფოთლებთან შეხებას, შოკოლადს, მიზიდულობას, თვალთვალს, კისკისს, თმის წითლად შემოღებვის ჩანაფიქრს.
დღეისათვის სულ ესაა…გიტოვებთ ულამაზეს მშვიდ სიმღერას, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს. მომავალ შეხვედრამდე.








yvelaze kargi variantia im niusebisa, romlebsac sheedzot gadmoecat bolo dgeebis ambebi :*
:* :*