კარამაზოვები

  დიდი კლასიკოსი, მრავალთა კერპი და უბრალოდ აღიარებული კლასიკოსი დოსტოევსკი არ მოდის ჩემთან. მისი მოსვლა არ უკავშიდება იმას, რომ მე მას არ ვკითხულო ან ეს პროცესი მისდამი ნეგატიურად განმაწყობს, უბრალოდ ეს დრო , თუნდაც კარამაზოვებში აღწერილი, ძალიან შორსაა ჩემი ამჟამინდელი შინაგანი სამყაროსგან.

დედაბნელი რუსეთი, სადაც თავადობრივ კლასში ერთმანეთს უპირისპირდება განათლება, რწმენა და გარყვნილება, სადაც გლეხები მათი სულიერი სიდიადის მიუხედავად ერთიანად მიწასთან არიან გასწორებული, დამცირებული და მტკივნეულად ღირსება დაკარგული, სადაც ბოლოს კეთილი ვერ იმარჯვებს, სადაც ქალები გამორჩეულად უნამუსოები, ისტერიულები და არაადეკვატრები არიან, სადაც ყველაფერი იმდენად მახინჯია, რომ სიბინძურის შეგრძნებას შენამდე საშინელი სიმყრალის სუნი მოაქვს, სადაც მამები და შვილები “უნამუსოების” გამო ერთმანეთის დახოცვას ცდილობენ, სადაც არსებობს წმინდა გულები, რომელთა გახრწნისთვის მთელ სამყაროს შეუკრავს პირი…დედაბნელი რუსეთი.
ტრაგიკომოკური გმირები დოსტოევსკის განუყოფელი ნაწილია. მე მიჭირს გავიგო მათი ხასიათის, რადგან ისისნი არ არიან შეზღუდული ზედსართავებით , მათ ყველაფერი შეუძლიათ გიჟებიც არიან. აღვირახსნილებიც და ყოველწამს აღიარებითი მონოლოგის წაკითხვაც შეუძლიაღ აქვითინებულებს.

ძმები კარამაზოვები არც მეტად მხიბლავენ და არც ნაკლებად , როცა სხვა ტრაგიკულ თუ კომიკურ გმირებს ვიხსენებ, რომლებიც სრულიად სხვა მწერლებმა შექმნეს. დოსტოევსკი ასახავდა, ჩვენ ვკითხულობთ და იმის მიხედვით ვაფასებთ რამდენად მოგვწონს ის, რასაც ის ხედავდა და არა იმის მიხედვით რამდენად კარგად აღწერდა იმას, რასაც ხედავდა.
რეალურად ბნელი რუსეთის ეს რუხი ისტორიები ვერაა ა ღმაფრენის გამომწვევი. ერთადერთი გზა რჩება, ვუსმინოთ დოსტოევსკის გმირებს, მათ იდეებს, ისტორიებს და იმედებს, ვუგულშემატკივროთ კეთილ გულებს და დავგმოთ მათი მტარვალები. იქნებ შემოგვიყვარდეს კიდეც ვინმე თვალსა და ხელ შუა ისე, რომ ამ უბედურთა შესახებ დაწერილ რომანებსაც სხვა თვალით შევხედოთ.

20 იანვარი 2012,  ჩანაწერი მაგიური წიგნაკიდან

What can I say : “Erasmus Once, Erasmus Forever”

ერასმუსი დამთავრდა, სამშობლოს უამრავი ემოციით და მოგონებებით დავუბრუნდი . ერასმუსის, როგორც სასწავლო პროცესის ნაწილის აბსოლუტური დაგმობა მომიხდა , კიდევ უამრავი ეროვნებისა და ზნე- ჩვეულების ადამიანის მსგავსად. რა შემიძლია გითხრათ, მოგზაურობა, ახალი კულტურისა და საკუთარი თავის გაცნობა ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და ერთი შეხედვითაც ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა მინდა გითხრათ …ცდებით.

ვივა ლა ფიესტააააააააააააააა …!!!!!!!!!!!!!!!!! პირადად ჩემთვისაც მოულოდნელი იყო იმ დასკვნის გაკეთება, რომ ყველაზე ტკბილად გამახსენდება და თვალებზე ცრემლის მოყვანას შეძლებს ბოლო რამდენიმე კვირა, სწორედ ის წუთები, რომელიც არაადეკვატურ , ხშირად არაფხიზელ , თუმცა მუდამ თბილ და თავაზიან ადამიანებთან გამიტარებია ცეკვასა და სისულელებზე სიცილში გართულს. მოსაყოლი არაფერია … ეს არაა გამოცდილება, რომელსაც თაობას გადასცემ საკუთარი ცხოვრებიდან გამომდინარე, კარგით რა! ეს იყო წუთები, როცა სამყარო ყველას ერთად , მასშტაბურად და მხიარულად ფეხზე გვეკიდა და თავს უფლებას ვაძლევდით კონტროლი დაგვეკარგა , თავისუფლად გვესუნთქა. ჩვენ ვუსმენდით თბილ და ჩემთვის წრფელი დადებითი ემოციით დატვირთულ მუსიკას, ერთად ვიპყრობდით “დენსფლორს”, ერთად ვსვამდით და ერთად ვჭამდით ბურგერებს სმის მერე , ერთად ვგიჟობდით ხალხისგან ცარიელ გაყინულ ქუჩებში ხალხისთვის შეუფერებელ დღის მონაკვეთში..


გოგონები, ბიჭები ჩემი დროებითი ერასმუსელი მეგობრები .. მე გარკვევით მახსოვს მათი სახეები და ხმა , მათი ღიმილი, მე დამენანა მათთან განშორება, რადგან ისინი იმ პაწია სამყაროს ნაწილები იყვნენ , რომელიც მე და ახალმა, უცხო გარემომ წამიერად წამოვჭიმეთ ჩემს სხვა სამყაროებს შორის. ნაწილაკები აქეთ იქით მიმოიფანტნენ და ჩემი სამყაროც ნამსხვრევებად იქცა.

ჩემი ერასმუსი ასეთი იყო: დროებითი სამყარო, რომელიც არ ცნობს საზღვრებს, აქ ყველა ცდილობს დროის და ყველა სხვა რესურსის გამოყენებას, აქ ყველა ისეთია, როგორიც უნდა იყოს, რადგან მათი ნადვილი მე არც არავის სჭირდება და არც აინტერესებს, აქ არ არსებობს გრძნობები , ამიტომ ღალატს, მოტყუებას და სხვა მსგავს სიტყვებს აზრი ეკარგება. აქ ყველაფერი მსუბუქია და ასეთივე მოპრობას იმსახურებს. აქ ყველა იცლება, თავისუფლდება და ივიწყებს ყოველ წინა დღეს. არ არსებობს ცუდი და კარგი , ყველაფერი ცხოვრების ნაწილია, ყველაფერი მოგონებათა დიდ საცავში გადაინაცვლებს , იმ დრომდე სანამ  ერასმუსი არ დამთავრდება და ყველა თავის მეტნაკლებად რუტინულ ცხოვრებას არ დაუბრუნდება.
ვისაც არ განუცდია (და რომელსაც ვურჩევ გამოცადოს) ვერ გამიგებს, გაეცინება, პათეტიკაში დამდებს ბრალს, დაიწუნებს ჩემთვის თბილად მოსაგონარ მუსიკას (რომელიც ამ წამსაც მატირებს და არ ვიცი რატომ ვუსმენ) , დაიწყებს იმის მტკიცებას , რომ არაფერი საამაყო იმაში, რის აღსაწერადაც ამდენი სიტყვა დავხარჯე. დიახაც !!! მე ვარ ამაყი , რომ თუნდაც მცირე ხნით ვიყავი ნახევარი მსოფლიოს ნაწილი .

დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ ასეთი დაუვიწყარი გახადეთ ვილნიუსის ბოლო დაუნდობლად მყინვარე ღამეები, თავი ასე ახალგაზრდა და დამოუკიდებელი, ასეთი საჭირო და საინტერესო, ასეთი ბედნიერი და ამაყი არასოდეს მგონებია.
მე თქვენ არ დაგივიწყებთ . ერასმუსი ერთხელ-ერასმუსი ყოველთვის!

Published in: on January 3, 2012 at 15:03  Leave a Comment  
Tags: , , , , ,

1 პარასკევი საღამოს გახსენება

საღამოს 9ის 7 წთია.. დღეს მსოფლიოს მიერ გართობისა და გამოთრობის დიად დღედ აღიარებული  მისტიკური  პარასკევია.. ოთახის ბნელ კუთხეში გემრიელად ვარ ჩაფუთნული ლოგინში, მუხლებზე ლეპტოპი მაქვს მიჭყლეტილი და ვანესა პარადისის ფრანგულ ნარნარს ვუსმენ, მაქვს პოსტალერგიული მდგომარეობა დამძიმებული ძლიერი გაციების ნიშნებით…

…რა მოხდა მას მერე რაც ბოლოს მნახეთ? რამდენიმე აბზაცში ძნელი გადმოსაცემია ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ემოცია , რაც ლამაზმა ადგილებმა, საინტერესო ადამიანებმა, ჩემთვის უცხო გარემოებებმა და ფიზიკურმა მდგომარეობებმა, სავსებით უაზრო ან გამაოგნებლად თბილმა მოვნელებმა გამოიწვია.

მოდით აი აქ, თქვენ თვალწინ გავიხსენებ და გამოვწკეპ ყველაფერს..რა მოხდა ”ახალი” ან ’სხვანაირი”..

ცოტა მოგზაურობა (რამე ღირსშესანიშნაობის სანახავ ტურისტულ რიგში დგომა ერთ-ერთ საუკეთესო შეგრძნება ყოფილა)

ცოტა ღამეული გართობა (თითზე ჩამოსათვლელია ჩემი მცდელობების რიცხვი გავმხდარიყავი PartyGirl, თუმცა ყველა მცდელობას არ გავუწბილებივარ, აღმოჩნდა, რომ ცოტა ალკოჰოლი, ხმაურიან ნასვამ კამპანიაში სისულელეებზე კამათი და დილამდე ცეკვა არა მარტო სახალისოა, არამედ საჭიროც კია ფსიქიკისთვის)

ცოტა შოპინგი (ახალი ჰობიც გამომიჩნდა- ”ძერზკ” მაღაზიაში სასტიკად დასეილებული ელეგანტური ნივთების შეძენა …)

ცოტა ”ვიცვლები” (ალბათ მარტო ეს შეიძლება დაერქვას ჩემს ამასწინანდელ ცდას გამეწითლებინა თმა, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო და მხოლოდ ჩემი თმის 1/3908 შეღება მოწითალოდ)

ცოტაც ”მენატრებით , მაგრამ აქაც ძალიან მიყვარს” (არ შემიძლია არ ვაღიარო , რომ მენანება აქაურობის ვადამდელი დატოვება ..როგორც არ უნდა მიყვარდეს, მენატრებიდეს ან მინდოდეს სხვაგან და სხვებთან).

….სხვა დარაჩენზე მოდი სხვა დროს…ლოგინიდან უნდა ავდგე , დაბადების დღე მივულოცო   ”თანადორმელ” მეზობელს , მისტიკურ პარასკევს ხომ არ გამოვტოვებ?!

Published in: on December 7, 2011 at 15:03  Leave a Comment  
Tags: , , , , ,

:ახალიამბებისრაპორტი:

მოგესალმებით მოქალაქენო  (ჩემო გოგოებო, ჩემო ბიჭო, გენდალფ, ჩემი ბლოგის მოჩვენებავ და უცნობო არსებანო) ახალი ამბების საღამოს გამოშვებით.  დღევანდელი რაპორტის მთავარი თემა იქნება ორიოდ მიზეზი ჩემი ფსიქიკურ/სოციალური მდგრადობის და კარგი განწყობისა.

მეგობართან ერთად 0 გრადუს ცელსიუსზე კაბაში გამოწყობილს ღამე უცხო ქალაქშ, ხალხგამოცლილ ქუჩებსა და მარკეტებში ხეტიალი და უგზო უკვლო კისკისი ძალიან მომეწონა. თითქოს ცხოვრება უცებ კარგი საუნდტრეკების მქონე ფილმად იქცა … ნეტა ხშირად ხდებოდეს , ასეთი უეცრად წამოხუშტურებული იდების განხორციელების სურვილი სულ მავსებდეს …

…რაღა დასამალია და პროზაული მოღვაწეობა მსურს დავიწყო ჩემს ახალ მაგიურ პრეისტორიული გარეგნობის წიგნაკში ნამდვილი მელნიანი კალმით ….

და ბოლო ნიუსი ….მე….3 ნოემბერს…ვიხილავ …… 30 Seconds To Mars-ს….თავად ჯარედ ლეტოს….. მუსიკა , რომელიც ბოლო ხანია  სანუკვარ ფონად ედება ყოველდღიურობას, სიარულს, ქუჩას, ხეებს, შენობებს, ადამიანებს, ჩემს სხეულს, ფოთლებთან შეხებას, შოკოლადს, მიზიდულობას, თვალთვალს, კისკისს, თმის წითლად შემოღებვის ჩანაფიქრს.

დღეისათვის სულ ესაა…გიტოვებთ ულამაზეს მშვიდ სიმღერას, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს. მომავალ შეხვედრამდე.

V

შეეხე ჰაერს, შეიგრძენი წვიმის წვეთი ნაძვის წიწვებზე , დახუჭე თვალები და ისუნთქე…. სიცოცხლე გარშემო… ტუჩებიდან ამოდის ბგერები.. გრძნობები გარდაიქმნება სიტყვებად..ადამიანები ჩრდილებად… ბგერები მუსიკად.. ესაუბრე თავს..დაასახელე ყველა შემხვედრი ნივთის სახელი.

ადამიანში მოხეტიალე ქუჩები…პეპლის შეხება  , როგორც სხვისი კანი კანზე…

??

……………………

კანიდან ბუმბული მცვივა.. ცას ერსობა და ხვრეტს.. სულში კაცი მისახლდება…. ბგერები მჭრის.. ციდან ფერადი მინის ბოთლები ცვივა.

მდიდრდები ბევრდები  ბერდები გიჟდები იცვლები იცლები ვარდები !

Published in: on October 15, 2011 at 15:03  Comments (1)  
Tags: , ,

ბაროკო , მე და არაფერი

ვილნიუსი, თბილისის დროით 12:35, 30 სექტემბერი

შემოდგომა გვეპარება ერთი ორი სამი

ხასიათი მიფუჭდება  ერთი ორი სამი

შენი სახე მელანდება ერთი ორი სამი

შითლანდიაც მენატრება ერთი ორი სამი.

შითლანდიიდან წამოვედი თითქმის ერთი თვის წინ. ეს 3იოდათეული დღე წყვდიადში გავიდა , სულიერად დამაბნელა შენთან დაშორებამ.  ვიმყოფები სადღაც დასავლეთში, დახვეწილ პატარა ქალაქში ,  აქ ბევრი სავაჭრო ცენტრი, ბაროკო-გოთიკა ტაძარი და კათედრალია, ბევრი ლამაზი კაფე და წიგნის მაღაზიაა, აქ ტყე და სიმშვიდეა, აქ თავისუფლებაა…. თუმცა საშინლად ბნელა, ბნელა იმისთვის, რომ ამ ყველაფრის სწორად აღქმა, დანახვა, შეგრძნობა, გააზრება, გათავისება შევძლო. ეს დახვეწილი სამყარო გარშემო უბრალოდ ბევრი ”კარგი” ფაქტის გროვაა გულში ვერ აღწევს, ადგილს ვერ პოულობს, ვერ მეუფლება, ვერ მავიწყებს , რომ ჩემი გული ვერ სუნთქავს შენს გარეშე.

ჩემი პატარა სამყარო ინგრევა, როცა მახსენდება როგორ მენატრება შენი შეხება . მონატრების პიკი ცრემლებია, აღელვებულ,წაშლილ სახეზე ჩამოგორებული ჩუმი ცრემლები. შენ ჩემი სული ხარ უსულოდ კი ძნელია ხედავდე, გესმოდეს, გრძნობდე , რომ ისევ ცოცხალი ხარ ,უფრო ლამაზ სამყაროში ცხოვრობ, უფრო სუფთა ჰაერს სუნთქავ, უფრო ნათელ ცას უყურებ , უფრო… უფრო.. ბევრი უფრო… უბრალოდ ბნელა ჩემში.

…და მაინც , მე ვიღიმი, სურათებს ვიღებ, ენას  გიყოფ, ვცელქობ, გებუსხები, გეწუწუნები, სხვა ქალაქების სხვა ქვეყნების ნახვაზე ვსაუბრობ, მაღაზიებში დავქრივარ, ვჭამ მარმალადებს, ვიცვამ კაბებს, არ ვიკლებ მაიონეზს სალათაში..  ყველაფერი მაინც უბრალო ფაქტებია, მე არ მიხარია ცხოვრება, მე ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ რომ სხვანაირად ვერ გაიგებენ.

თითქოს ესთეტიკურ ემოციებში უნდა ვიხრჩობოდე მაგრამ მე შენ მენატრები…მენატრები…მენატრება…

Published in: on September 30, 2011 at 15:03  Comments (1)  
Tags: , ,

ფანჯრები

შემოდგომაც მალე მოვა … უკვე სუნი მცემს, თავშიც უჩვეულო ჰარმონიამ დაისადგურა, მას მერე რაც მთელი დილა ქალაქში ხეტიალს მოვანდომე და მგონი პირველად დავტკბი თბილისის ძველი არქიტექტურით. მოვდიოდი და ვფიქრობდი ადამიანებზე, რომლებიც გამუდმებით იცქირებიან ფანჯრებიდან. დამერწმუნებით, რომ ერთი მეზობელი მაინც გეყოლებათ, რომელსაც მსგავს პროცესში შეასწარით. და დავფიქრდი რატომ?
იქნებ ჭორიკნები არიან და ქუჩის ფუსფუსი აინტერესებთ?! აააან შეიძლება სიზარმაცე აწუხებთ, ელექტროენერგია არ  აქვთ ან ეს ქალები სინამდვილეში მოხუცი ქალის ფორმაში გადაცმული მათივე ვაჟები არიან?! მე მოდი ყველაზე ყველაზე ვერსიაზე მოგიყვებით.
… ადამიანები იღლებიან, იცლებიან, შრებიან, დნებიან, იღვრებიან და იქცევიან. როცა მეშინია, როცა მეტირება, ვბრაზობ და კიდევ ვინ მოსთვლის როდის და რატომ ვიხედები ფანჯარაში. თითქოს ეს იგივე სამყაროა გარეთ, ისევ ის სამყარო, რომელიც მაშინებს, მატირებს, მაბრაზებს, თუმცა არა არის ამაში ხსნა. გასაგებია რატომ ელტვიან განსაკუთრებით სევდიანნი და დაღლილნი ფანჯრებს. საშველად იხმობენ, თვალებით ეძებენ წინაპართა სულებს ციდან და ცაში.

რა ხდება, რა ჩანს და რას ვხედავთ ფანჯრებში? ქუჩებს, ხეებს, მცენარეებს, მანქანებს, პოლიეთილენის პარკებს, ადამიანებს ჯიპებში, მტრედებს…. შეიძლება თქვენი ფანჯრიდან, როგორც ჩემიდან არ ჩანდეს არაფერი გამორჩეული. მთავარია ფანჯრის სწორად შერჩევა და ადამიანებზე დაკვირვების მოყვარულებს ერთი ორი საათის მხიარულად გატარება ნამდვილად შეუძლიათ.ფანჯრიდან შემოდის სინათლე, ჰაერი, ფანჯარა ის ფაქტობრივი პორტალია, რომელსაც იყენებს ქარი რომ დაგვიბეროს. ფანჯარა სიცოცხლის წყაროა ან სიცოცხლესთან დამაკავშიებელი ჭიშკარი.

რა ხდება ღამით მეგაპოლისში? როცა ქუჩა წყნარდება, ადამიანები თავიანთ ბუნაგებში მიიმალებიან, ჩიტები ჩუმდებიან…მოკლედ ჩერდება ცხოვრება, ამ დროს ფანჯარასთან მჯდომი ადამიანი განსაკუთრებით მარტოსულია, ციცინათელებივით აკიაფებული ფანჯრებიღა დარჩენია საცქერად და როცა იქაც ჩაქვრება სინათლე სრული უკუნი დაისადგურებს.

ზოგ ფანჯარაში სინათლე არ ქვრება არც გამომავალი და არც შემავალი, ზოგი ფანჯარა არ იხურება და არ იღება… ზოგი ფანჯარა იმაზე მეტია ვიდრე მეტალოპლასტმასის ან ხის ჩარჩო, სადაც მინაა დამაგრებული.

ფანჯარა მთის ხედით…ფანჯარა ცენტრალ პარკის ხედით… ფანჯარა ჰელსინკის ხედით შემოდგომისას ….. ფანჯარა საიდანაც შობას პაწია ნათურების ციმციმი შემოდის… ფანჯარა რომელთანაც ქოთნის პაწია ყვავილები, აკვარიუმი ან ფერადი ბურთულებით სავსე მინის ჭურჭელი დგას… ფანჯარა ,რომელსაც გარედან ხის ტოტები აწვება….
ყველაზე ლამაზი ფანჯრები…

Published in: on August 9, 2011 at 15:03  Comments (5)  
Tags: , , , , , , ,

ვინ ვარ მე ჰოროსკოპულად და ვარ თუ არა ის ვინც ჰგონიათ რომ ვარ უსაქმურ ასტროლოგებს

პირდაპირ ვაცხადებ “ჰოროსკოპია” არ მაინტერესებს. ერთ დროს ერთი პაწია ასტროლოგიური წიგნი მქონდა, რომელსაც მართლა ვკითხულობდი, ახლა კი ამ მეცნიერებასთან არაფერი მაკავშირებს იმის გარდა, რომ იძულებული ვარ გავუყო მეგობარი.
მაშ ასე და ამგვარად  ახლა გაგაცნობთ იმ ინფორმაციას რაც ჩემ თავზე სიტყვა სიტყვით, თუმცა ფრაგმენტულად ამოვწერე ვებ გვერდიდან horoscope.interes.ge

დავიბადე ’92 წლის 12 იანვარს და შესაბამისად:

ჩემი ნომერია >>>> 7

  • ეს ციფრი ადამიანებს  პრაქტიკული აზროვნების გასაოცარ უნარს, ღრმა ემოციურ ბუნებას ანიჭებს.  ბევრისთვის ისინი  ამოუცნობნი და გაუგებარნი რჩებიან მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგანაც არ უყვართ საკუთარ აზრების, შეხედულებების, გრძნობების, ემოციების ვინმესთვის გაზიარება. ნდობის მოპოვების შემთხვევაში, მათი გრძნობათა სიღრმე და ფანტაზიის უსაზღვრო უნარი, სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ. საერთო მხიარულებაში ჩაბმას, ყოველთვის განდეგილის პოზიცია ურჩევნიათ.  იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მისი თავისუფლების შეზღუდვას უხეშად შეეცდება ან მყუდროებას ურღვევს, შვიდიანს წარმოუდგენელი სისატიკის გამოჩენა შეუძლია აბეზარის მიმართ. ნიჭი იმისა, ზუსტად დაინახოს ადამიანებში სუსტი მხარეები, შვიდიანებს სხვებით მანიპულირების საშუალებასაც აძლევს.

ყვავილების ჰოროსკოპით>>>>>ნარშავი

  • ნარშავთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მხოლოდ მისმა ნამდვილმა მეგობრებმა იციან მისი თავგანწირვის ფასი, რადგან ის მზად არის ყველას შეებრძოლოს ვინც ხელყოფს მისთვის ყველაზე წმინდას _ მეგობრობას.  ის შეიძლება შეეცადოს აგრესიულობის ნიღბის ქვეშ დამალოს თავისი დადებითი თვისებები – გულჩვილობა და უარის ვერ თქმის უნარი. ის შესანიშნავი მეგობარი და მეოჯახეა. ნარშავი ოჯახის ერთგულია, მისთვის ოჯახი ნავსაყუდელია, სადაც შეუძლია სულიერად დასვენება. 

დრუიდების ჰოროსკოპით >>>>>თელა

  • ეს ადამიანი არასოდეს არც თვითონ ირთულებს და არც სხვას ურთულებს ცხოვრებას. ამავე დროს ითხოვს ბევრს, ყოველთვის ამჩნევს სხვების შეცდომებს და მანკიერებებს. გარეგნობის მიუხედავად, მისი ჯანმრთელობა სათუთია, ხშირად ავადმყოფობს, მაგრამ გართულებების გარეშე. უცხოებში აღძრავს ნდობას. ცოლქმრობაში ერთგული და ყურადღებიანია.   არის პრაქტიკული. ცოცხალი გონების. აქვს არა მარტო უზადო გონება, არამედ ოქროს ხელებიც. ახასიათებს იუმორის დიდი გრძნობა. თავის ცხოვრებას აუჩქარებლად გეგმავს და აწყობს. 

მითოლოგიური ჰოროსკოპით>>>>კენტავრი

  •  ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში ცხოველური ინსტინქტები დომინირებს. დამიან-კენტავრებს უჭირთ ისეთი გრძნობების გაკონტროლება, როგორიცაა მძვინვარება, სექსუალური მოთხოვნილება, შური და შიში.ისინი ყოველთვის დამოუკიდებლები არიან და გონებით განსჯის ნაცვლად, ემოციებს ემორჩილებიან. 

ინდური ჰოროსკოპით>>> უტარ–ასადხა (ცხოველი – მანგუსტი)

  • ის ანიჭებს ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარების უნარს, ზრუნავს კაცობრიობის სულიერების ამაღლებისთვის, ანიჭებს მონადირის ინსტიქტებს და  გადაჭარბებული სქესობრივი მოთხოვნილებისადმი მიდრეკილებას. ასევე ანიჭებს ცოდნის სფეროში ღრმად შეღწევისა და რაიმეთი  გატაცების უნარს. ამ ნიშნის ადამიანები ხშირად თავმოყვარე და ჭკვიანი მარტოხელები არიან. მათ სძულთ ტყუილი, მოტყუება და მოსყიდვა.  ძალიან უჭირთ იცხოვრონ სხვასთან, და ხანდახან საკუთარ თავთანაც კი. ყოველ შემთხვევაში პარტნიორს მოუწევს გაითვალისწინოს მისი დამოუკიდებლობა, მისი მაღალი სულიერი მოთხოვნილებები, განმარტოების სურვილი. ტრადიციული ურთიერთობა მისთვის მიუღებელია.  ის მაღალი სულიერების მქონე ქმნილებაა, ძალიან რთული მოთხოვნილებებით სიყვარულში. ხშირად მისი აზრები კონცენტრირებულია  სექსიდან განყენებულ მატერიებზე. უტარ-ასადხას მოთხოვნილება რთულია და წინააღმდეგობრივი ისინი თამაშობენ თავისი წესებით და არ არიან ბედნიერნი ცხოვრების ტრადიციული კავშირებით. იმისათვის, რომ იგრძნონ თავისი გამორჩეულობა მათ სჭირდებათ თავისუფლება. ისინი გამომგონებლები არიან სექსში, შეუძლიათ დააინტრიგონ მათთვის სასურველი ობიექტი. 

ზოროასტრული კალენდრით >>>> გედი

  • ატერიალურ კეთილდღეობას ის არავითარ ყურადღებას არ აქცევს. ჩაკეტილია თავის შინაგან სამყაროში და რაღაცით მაინც მოწყვეტილია ამქვეყნიურ რეალობას, თუმცა ძალიან არის მიჯაჭვული მისთვის ძვირფას ადამიანებს და ერთგულია სიყვარულში. ისე ეჩვევა ახლობელ ადამიანებს, რომ მათ გარეშე შეიძლება დარდისგან ჩამოხმეს. გედის ტოტემიან ადამიანს აქვს მაღალი და ლამაზი კისერი.

ჩინური ჰორსოკოპით>>>. მაიმუნი

  • ყველა ნიშნისაგან განსხვავებით ყველაზე ნებიერაა. იგი საზოგადოების სული და გულია. მაიმუნი ეშმაკია, ხშირად მაცდური. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა ნიშანთან თავისუფლად დაამყარებს ურთიერთობას, მაგრამ ეს ხშირად მხოლოდ ტაქტიკაა. მაიმუნი ინტელექტუალურია, აქვს სწრაფვა ცოდნისაკენ, ბევრს კითხულობს, ყველაფერი იცის. ის კარგად არის განვითარებული და აქვს შესანიშნავი მეხსიერება – შეუძლია დეტალებში აღიდგინოს წაკითხული, ნანახი და გაგონილი. იგი უკიდურესობამდე ორიგინალური და გამჭრიახია. სიყვარულში იგი ბედნიერებას ვერ ჰპოვებს, ვნების დასაოკებლად იგი მალე იპოვის გასართობ საგანს, მაგრამ მალევე მობეზრდება და დაიწყებს ახლა სხვა სიყვარულის ძებნას; სამწუხაროდ, ტყუილად გაირჯება და ვნების მიუხედავად, მისი კრიტიკული და პრინციპული ჭკუა სწრაფად მიიყვანს მას გულგატეხილობამდე, მაგრამ მისი იუმორი იხსნის სასოწარკვეთილებისაგან.მასზე უფრო ვის შეუძლია დასცინოს საკუთარ დარდს და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები.  (მინდა აღვნიშნო, რომ მაიმუნის ვრცელი დახასიათება თითქმის არ მგავდა )

ეძახეთ თქვენ სისულელე და აღმოჩნდა, რომ დახასიათების რაღაც ნაწილი მეც მომერგო. იქნებ ეს უბრალოდ დამთხვევაა, ან იქნებ ეს ადამიანთა საერთო თვისებებია, ვინ იცის. აი მე კი ნამდვილად მეღიმებოდა, როცა ამას ვკითხულობდი, ვიაზრებდი და ვამოკლებდი.

Published in: on August 9, 2011 at 15:03  Comments (2)  
Tags: , , , , , , ,

ქაოსი

მივდივარ … ოთახში რა სად აგდია აღარ ვიცი..მე ამ ყველაფერს, ყველა პაწია ნივთს ადგილი უნდა მოვუნახო… პირველად შეტოკდა ნერვი და ცოტა დავსევდიანდი. არაფერი არ მეორდება, გრძნობები, დამოკიდებულებები იცვლება მეშინია, თითქოს რაღაცას ვკარგავ, თითქოს ფანჯრიდან ხედიც შეიცვლება მერე…ჩემი ხეები მიყვარს. 

ქაოსი… ოთახში იმდენი ნივთია ჩემი ადგილი აღარ რჩება … ნივთები მაძევებენ და მატირებენ ..არაფერი გამეორდება, ვართ ერთხელ და ყოველი მეორე წუთი იცვლება ჩვენთან ერთად , მეშინია ცვლილების . მინდა სულ პატარა ვიყო, თუ იმას ვერ დავიბრუნებ რაც პატარაობაში ვიყავი, ის მაინც შევინარჩუნო რაც ახლა მაქვს… არ მინდა ცვლილებები, მეშინია წასვლის და მერე დარუნების, არ მინდა ვინმეს ვგავდე, არ მინდა ვკარგავდე რამეს ჩემში არ მინდა…..

ქაოსი..

Published in: on August 7, 2011 at 15:03  Comments (1)  
Tags: , ,

Meaning Of Soul

წადი შენი
…. ყურებში შემავალი თავის ქალის გამხეთქი ზერელე ბიძების მუსიკა და მორჩა მზად ხარ ქუდი მოიგლიჯო, შიგ შეტენილი თმები გაათავისუფლო, საღეჭილი რეზინა ქუჩის მეორე მხარეს გადააფურთხო და თვალებში ჩამდგარი ირონიის დემონის გაყრილი ნაპერწკლები ააციმციმო.
მუსიკა ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე… მუსიკა შეხსნილი ბიუზგალტერით და გადაჭრილი შორტებით, რომლებიც ძალიან მაღალწელიანი და მოკლე ტოტიანია. მუსიკა ბათინკებში და Sex Pistols-ის მასიურად დაძველებულ მაისურში.
მუსიკა თავხედი და ცელქი , უყვარს თვალების პაჭუნი და ხასიათდება პოსტსიგარეტული ხლუჯუნით.
მუსიკა, რომელიც მიყვარს…
Oasis…The Meaning Of Soul

Published in: on August 6, 2011 at 15:03  Comments (1)  
Tags: , , , , ,

ფიქრაობა

რაზე ფიქრობს ადამიანი ყველაზე ხშირად? აი საკუთარ თავთან მარტო რომ რჩება და იმის ძალაც აღარ აქვს, რომ საფიქრელი თემა სურვილისამებრ ამოარჩიოს, სიბნელეში ლოგინში რომ წევს და ვერ ხვდება თვალები გახელილი აქვს თუ დახუჭული?

შევეშვათ უხამს ფანტაზიებს, ოჯახურ პრობლემებს, აპოკალიფსს, რაარუნდამექნადღეს საკითხებს…… რაზე ფიქრობს ადამიანი ამ დროს?

ასეთი ფიქრი არ მოქმედებს განწყობაზე ან იმაზე რას ვიზამთ ხვალ >ზეგ …ეს უბრალოდ ფაქტობრივი აზრებია , რომელსაც შეიძლება უზიარებდე კიდეც ვინმეს, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ გჭირდება პასუხები შენს კითხვებზე…შენ იცი პასუხები, უბრალოდ არ მოგწონს ისინი, ამიტომ კვლავ და კვლავ სვამ კითხვას იქნებ მოხდეს რამე და პასუხის ცვლილება თავად გაიაზრო… თუმცა სხვის მიერ ხაზგასმული შენი ფიქრები არ გაინტერესებს….

რა ვუყოთ, რომ ასე რთულია ყველაფერი…?!
ადამიანს სჭირდება აუდიტორია, რომელიც დააფასებს, სურს აუდიტორია, რომელიც მოუსმენს და უყვარს აუდიტორია, რომელიც მოატყუებს.

Published in: on August 3, 2011 at 15:03  Comments (1)  
Tags: ,

შენგენ კაპუტ!!!!!!!!!!!!!

შენგენის ვიზას ვინღა ელოდება…ყოველ შემთხვევაში მე და ქრისტი ნამდვილად არა. ეგ კი არა სავიზეთში ცხვირს არ გვაყოფინებენ. უნივერსიტეტს, რომელსაც სულ ეკიდა, ახლაც კიდია და ვართ ასე მრავალჯერ მრავალთა მიერ მიკიდებულ მოკიდებულები . დავძრწივართ გადათუთქულ ქალაქში  უპატრონოდ ,გვიხარია ოდნავი “ჩეროს” გამოჩენა ქუჩის კუთხეების კუნჭულებში და იმედებს და წარმოდგენებს ვიშხამავთ, მაგრამ ვის ადარდებს..ვის ადარდეეეეეეეეეეეეებს :P

“ვორევა” ვიტყვი მე და გულის მასიამოვნებელ გინებას მიაყოლებს ჩემი მდგრადი და სამარადჟამო რბილი ბიჭი   სიცილით მუცლისამატკივებელი სიძერზკით ……….

:წაიკითხეთვასასიტონით:

Published in: on August 2, 2011 at 15:03  Comments (3)  
Tags: , ,

დღეს:

დღეს:
გული დამწყდა
დავდნი
გამოვშრი
დავიღალე
მოვინატრე
ფიქრებში გავატყავე და შევჭამე
ვაცინე
კალიის გვამის სურნელი შევიგრძენი
მამას ჩემი მისტიკური წიგნების გროვაში მოფოთიალეს შევუსწარი
კიდე შემაშინეს
ნაყინი ვჭამე
…და რაც მთავარია, ოფიციალურად დავგმე სილამაზის ძიების პროცესი.
Published in: on August 1, 2011 at 15:03  Leave a Comment  
Tags: , , , ,

For Gegel (Letter #0)

თვლა იწყება და სრულდება ზუსტად აქ და ამ დროს… მალე წასვლის დრო მოდის ყველაფერი უკან დარჩება ყველაფერი დავიწყებულ იქნება…ათვლა დაიწყება თავიდან და დასრულდება. მინდოდა მეთქვა ნახვამდის , მაგრამ მე შენ არ გიცნობ და ვერ გიყურებ , ამიტომ ამას ჩვენებურად ვაკეთებ..

ნახვამდის… არაფერი ვიცი შენი არსებობს შესახებ…ისიც კი არ ვიცი სად და რამდენი ხნით დავიკარგებით, რას შევცვლით ჩვენში…ისიც ვერ გავიგე გესმოდა ან გესმის თუ არა ის, თუ ვინ ხარ შენ ჩემთვის… იგებ თუ არა ჩემს დამოკიდებულებას… მართალია არ არსებობ , მაგრამ მე მაინც ვგრძნობ , რომ ხარ  და იქნები.

ნახვამდის……

Published in: on July 16, 2011 at 15:03  Leave a Comment  
Tags: ,

უცნაურია

უცნაურია, როცა ეს უცნაურობის შეგრძნება უცნაურად გეუცნაურება. როცა შენი /ვერ/ და მათი გულისამრევად აშკარა /არ/ სხვათათვის განურჩეველი  ხდება, სხვები მას მიიჩნევენ საწყენად და უცნაურად.  სხვებისთვის ბოლომდე საიდუმლოდ რჩება , რომ ეს გაუგებრობა გულს შენ გიხლეჩს…

Published in: on July 1, 2011 at 15:03  Comments (4)  
Follow

Get every new post delivered to your Inbox.